ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პონტოს მუხის აღკვეთილი – საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნა
12 ივნისი, 2019

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

როგორც Bm.ge-ის დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, პონტოს მუხის აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 443 ჰექტარია.

“ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნის მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

შეგახსენებთ: შესაბამისი კანონპროექტი გასულ წელს მომზადდა და პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. მისი ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.