ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფოთში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality ოპერირებას იწყებს
29 სექტემბერი, 2022

ფოთში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ახალი სასტუმროს „Cloud7 ფოთი''-ს კონცეფცია, რომელიც სასტუმრო ,,ანკორის" გარდაქმნას გულისხმობს, კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ფოთის მერთან შეხვედრაზე წარმოადგინეს.

„Cloud7 ფოთი“-ს ექნება 21 სასტუმრო ოთახი და გრძელვადიანი საცხოვრებელი აპარტამენტი, საერთო სამუშაო სივრცე, სოციალური ჰაბი, რესტორანი, გარე კაფე და სპორტული დარბაზი.

ახალი სასტუმრო 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება ცენტრი ბიზნეს და სოციალური აქტივობებისათვის, ადგილი საქმიანი შეხვედრებისთვის, სახელოვნებო და კულტურული აქტივობებისთვის.

,,ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის შემოსვლა და ასევე განსაკუთრებით სასიამოვნოა რომ ეს საქმიანობა დაიწყება ისტორიული სასტუმრო ,,ანკორისთვის“ ახალი სიცოცხლის შეძენით’’-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.