ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრაღაში ქართული მაღაზია იხსნება
27 აგვისტო, 2019

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში სექტემბრის შუა რიცხვებში ქართული მაღაზია იხსნება, სადაც ქართული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი.

ამის შესახებ BMG-ს ქართული ჩაი “მანნას” გაყიდვების მენეჯერმა თიკო ჟორჟოლაძემ უთხრა.

“სექტემბერში, დაახლოებით 15 რიცხვისთვის პრაღაში გაიხსნება ქართული მაღაზია, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მაღაზიის გახსნის იდეა ჩვენს კომპანიას, ქართული ჩაი “მანნას” ხელმძღვანელობას და ჩეხეთში ჩვენს პარტნიორებს ეკუთვნით.

მთავარი პროდუქტი, გაყიდვების თვალსაზრისით, იქნება ჩვენი ჩაი, რომელიც 15-მდე დასახელების არის და ასევე “მანნასთან” ერთად გაიყიდება “გემოანისა” და “ჩიკორის” პროდუქციაც”, – აცხადებს “მანნას” გაყიდვების მენეჯერი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.