ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრემიერის განცხადებით, შიდა ფრენები ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება
07 ივლისი, 2017

პრემიერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების დაწყება დაანონსა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხვალიდან, ამ მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ იწყებს ფრენების განხორციელებას.

“ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს შესაძლებობა ექნებათ, ისარგებლონ დილის და საღამოს ფრენებით. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შეისყიდა ეს მომსახურება და აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ერთი გზის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 90 ლარი იქნება. ფრენები ამ ფორმატით გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“სვისეარი” ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე (ოთხშაბათის გარდა) შეასრულებ , განხორციელდება დღეში ორი რეისი, პარასკევს და კვირას კი – სამი.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.