ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრესტური ესტონეთიდან
14 სექტემბერი, 2017

ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია “Kanal-2” საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს.

თითო საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაეთმობა და ერთსაათიანი იქნება.

ესტონელი ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან.

პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, თელავი, სიღნაღი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა მოინახულეს და ტურისტული ადგილები გადაიღეს.

ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს: ველოტურში, რაფტინგსა და პარაპლანით ხტომაში, რუსთავის ავტოდრომზე კი დაესწრნენ რბოლას.

გადამღები ჯგუფის წევრებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ესტონელმა ჟურნალისტებმა გიორგი ჩოგოვაძესთან ინტერვიუ ჩაწერეს.

პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები აჭარას მოინახულებენ და შავი ზღვის კურორტების პოტენციალს გაეცნობიან.

საქართველოს შესახებ გადაცემებს ესტონელი მაყურებელი სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით იხილავს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.