ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრესტური ისრაელიდან
05 ივნისი, 2017

ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელიდან პრესტურს უმასპინძლა.

5 დღიანი ტურის ფარგლებში მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, რადიოს, ჟურნალ-გაზეთებისა და ინტერნეტპორტალის წარმომადგენლებმა მცხეთა, გუდაური, ყაზბეგი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და გორი მოინახულეს.

ჟურნალისტთა 8 კაციანმა ჯგუფმა თბილისის სინაგოგა და ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა.

ისრაელის მედიის წარმომადგენლებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა.

გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მომზადებული თემატური ბროშურები „ საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის“ გადასცა. ბროშურა ინგლისურ და ებრაულ ენებზე მომზადდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სინაგოგებისა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.