პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, სოფელ ციხისჯვარში 30 ნომრიანი სასტუმრო აშენდება
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში 30 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროექტის მხარდასაჭერად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ციხისჯვარში მდებარე 16 481 კვ.მ. მიწის ნაკვეთი , ელექტრონულ აუქციონზე, 51 000 ლარად გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარებას. დღეის მდგომარეობით კერძო სექტორში უკვე გადატანილია 26 ერთეული უძრავი ქონება, რომელთა ჯამური ღირებულება 62 405 001 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტია.
Commersant.ge