ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პროექტი Google Chrome Extension
02 ოქტომბერი, 2015

თუ გიყვართ ფოტოგრაფია და ხშირად მოგზაურობთ საქართველოში, შეგიძლიათ ჩაერთოთ პროექტში, რომელიც საშუალებას მოგცემთ პოპულარიზაცია გაუწიოთ , როგორც საქართველოს ლანდშაფტს, მათ შორის დაცულ ტერიტორიებსა და  ბიომრავალფეროვნებას, ასევე საკუთარ შემოქმედებას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ წამოწყებული  პროექტი  საქართველოსლანდშაფტის, ბიომრავალფეროვნების, ფოტოგრაფიისა და ვებტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით იქმნება. 

პროექტი გულისხმობს Google Chrome Extension*-ის შექმნას, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab)გახსნისას, თქვენს მიერ გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა დაბიომრავალფეროვნებას გააცნობს საზოგადოებას. 

პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მითითებულ ელ.ფოსტაზე pr@eiec.gov.ge  გამოგვიგზავნოთ შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ფოტოები:

ფოტოს ფორმატი: jpg

ფოტოს ზომა: W -2800 px; H  - 1600 px;

გთხოვთ ფოტოს თან დაურთოთ:

- ავტორის სახელი და გვარი

- საკონტაქტო ინფორმაცია

- ელფოსტა, ტელეფონი

- გადაღების ადგილი

- საიტი და/ან ბლოგი (თუ გაქვთ)

ფოტოები გადაირჩევა სპეციალურად მოწვეული კომისიის მიერ.

* Extensions მცირე მოცულობის პროგრამებია, რომლებსაც Google Chrome ვებბრაუზერის ფუნქციებისა და თავისებურების გაფართოება შეუძლიათ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

pr@eiec.gov.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.