ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"პროლესკი საქართველო" სათხილამურო სივრცეს ბათუმშიც გახსნის
09 მარტი, 2023

„პროლესკი საქართველო“ სამთო - სათხილამურო სივრცის გახსნას ბათუმშიც გეგმავს. როგორც სასწავლებლის დამფუძნებელი, გურო ჩიტაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან„ აღნიშნავს, ბათუმში ახალი ფილიალი მიმდინარე წელს, უკვე  უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიამ კომპანიას დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა და განვითარების გეგმები შეაფერხა. კომპანია ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას 2 წლის განმავლობაში განიხილავს.

„პროლესკი საქართველოს“ დამფუძნებლის თქმით, ბათუმში სამთო - სათხილამურო სივრცის გახსნა აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„როგორც გუდაური განავითარა თბილისმა, ანალოგიურად, რომ განვითარდეს გოდერძის კურორტი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ბათუმელებისთვის, ასევე, აჭარაში სათხილამურო სპორტის და ტურიზმის განვითარებისთვის. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვიძიოთ პარტნიორები და აჭარაში გავხსნათ „პროლესკი საქართველოს“ ფილიალი,“ - ამბობს „პროლესკი საქართველოს“ დამფუძნებელი, გურო გოგიშვილი.

შეგახსენებთ, „პროლესკი საქართველო“ საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და ის ქვეყანაში 2020 წლის დასაწყისიდან ფუნქციონირებს. კომპანიის სათხილამურო სიმულატორები საქართველოს გარდა, კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ობიექტის საშუალებით თხილამურებით სრიალის სწავლა თბილისში ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.