პრომეთეს მღვიმეს 84 წლის მცველი 27 წელი და უანგაროდ - დიდი ადამიანი ჟორა ტყაბლაძე
ეს 84 წლის გიორგი (ჟორა) ტყაბლაძეა, რომელიც 27 წლის მანძილზე მარტო იცავდა პრომეთეს მღვიმეს და ამაში ანაზღაურება არ მიუღია. მოქანდაკე დავით მონავარდიშვილმა, ჟორა ტყაბლაძეს ამ დამსახურების გამო, სიცოცხელშივე ძეგლი დაუდა, რომელიც მღვიმის გამოსასვლელში დგას.
"აიპრესთან" პრომეთეს მღვიმის დამცველი ჟორა ტყაბლაძე აცხადებს, რომ იგი 80-იან წლებში მღვიმის დარაჯი იყო, მაგრამ 90-იან წლებში ყვეალფერი აირია და მღვიმე დაუცველი დარჩა. "27 წელი ვუვლიდი და ვიცავდი მღვიმეს, ამაში არასდროს ჯამაგირი არ ამიღია".
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, თომა დეკანოიძის თქმით, ის რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი ძეგლი "პრომეთეს მღვიმე" 90-იან წლიდან 2007 წლებში განადგურებასა და გაძარცვას გადააურჩა, ეს ჟორა ტყაბლაძის დამსახურებაა.
"მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ჟორა ტყაბლაძის დამსახურება. 90-იანი წლებიდან 2007 წლამდე, სანამ ამ მღვიმის განვითარება დაიწყებოდა, ათწლეულების განმავლობაში, ფაქტობრივად უანგაროდ იცავდა პრომეთეს მღვიმეს ვანდალებისგან, განადგურებისგან. ეს არის ადამიანი, რომელმაც შემოუნახა მომავალ თაობას და მოგცა საშუალება განგვევითარებინა მღვიმე. ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის, თქვენნაირ ადამიანებზე დგას საქართველოს ბუნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თომა დეკანოიძის თქმით, წლევანდელი 9 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა.
2017 წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების TOP 10 ასე გამოიყურება:
პრომეთეს მღვიმე - 147 982
მარტვილის კანიონი - 141 513
ყაზბეგის ეროვნული პარკი - 132 392
სათაფლია - 79 984
ოკაცეს კანიონი - 67 954
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 51 687
თბილისის ეროვნული პარკი - 45 125
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - 44 371
მტირალას ეროვნული პარკი - 42 085
კახეთის ეროვნული პარკი - 26 452
პ.ს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ აღნიშნა, რომ ჟორა ტყაბლაძეს მისი 27- წლიანი უანგარო მუშაობისთვის და თავდადებისთვის სახელმწიფოსგან არასდროს მიუღია ჯილდო.
ipress.ge