ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისი განახლდა
01 ივნისი, 2017

პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები მღვიმეში ნავით გასეირნებას შეძლებენ. ახალი ნავები თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 

ნავით გასეირნების სერვისი პრომეთეს მღვიმეში 2012 წელს დაინერგა და დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანაოსნო მონაკვეთი მდ. ყუმის სათავეს წარმოადგენს და მარშრუტის სიგრძე 380 მეტრია. ნავებით გასეირნების სერვისით სარგებლობა იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შემდგომ შეფერხდა, რა დროსაც წყალდიდობის შედეგად არსებული ნავების სადგომი დაიტბორა და ნავები მწყობრიდან გამოვიდა. ამ ეტაპზე ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმეში 4 ახალი ნავი მოემსახურებათ, თითოეულს ერთდროულად 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.