„მზეთამზემ“ სპეციალურად სასტუმროებისთვის პურის ხაზი დანერგა. აღნიშნული პური მორგებულია ნებისმიერი ტიპისა და ვარსკვლავის სასტუმროს საჭიროებას.

აღსანიშნავია, „მზეთამზე“ ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ჰორეკას ხაზისთვის მსგავსი მომსახურება დანერგა.
ახალი მიმართულება ხუთი სახეობის პურს აერთიანებს და როგორც კომპანიაში განმარტავენ, ხუთივე უნიკალური რეცეპტია და „მზეთამზეში“ შემუშავდა.
დღეის მდგომაროებით “მზეთამზეს”უკვე არსებული პარტნიორები არიან: სასტუმრო რივერსაიდი, ამერი პლაზა, Mercure Tbilisi Old Town, IBIS Styles Tbilisi Center, Ramada EncoreTbilisi და ა.შ.
როგორც Mercure Tbilisi Old Town-ის შეფმზარეული ანდრეი სობოლევი „კომერსანტთან“ განმარტავს, ბევრ სასტუმორს საკუთარი საცხობი აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანია ხარისხით იყოს გამორჩეული. ზუსტად ამ კრიტერიუმის მიხედვით არჩევანი „მზეთამზეს“ პურზე გაკეთდა:
„ეს პური ძალიან მაღალი ხარისხისაა და გამოირჩევა გემოვნური თვისებებით; ყველამ ვიცით ეს ამბავი. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ მომხმარებელს გავაცანით სხვადასხვა ბრენდის პროდქუცია და სწორედ მათი მოწონების საფუძველზე გავაკეთეთ საბოლოო არჩევანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რადგან მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი უნდა იყოს. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ყურადღებას ვაქცევთ თავად მწარმოებელსაც; რა პირობებში მზადდება პროდუქცია; რამდენადაა დაცული სტანდარტები, უსაფრთხოება. რაც შეეხება უშუალოდ ჰორეკას ხაზსს, ყველა სასტუმროს ინდივიდულური მოთხოვნა აქვს. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს 4 სხვადასხვა სახეობის (თეთრი და შავი) პური და თითოეულ მათგაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა…“

რატომ გახდა ადგილობრივ ბაზარზე „მზეთამზის“ პური ასეთი პოპულარული და მოთხოვნადი ? – ამ კითხვაზე პასუხი კომპანიის კონკურეტულ უპირატესობებშია, რომელიც მხოლოდ უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს :
-
ბუნებრივი საფუარი „პურის დედა“;
-
ფქვილი ხელვნური დანამატების გარეშე;
-
ტრადიციული ცხობის მეთოდი, რომელიც გამორჩეულ გემოს აძლევს პურს.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად და ვაპირებთ მთლიანად ავითვისოთ იმ სასტუმროების უმეტესობა, რომლებიც ზრუნავენ სტუმრებზე და ორიენტირებულები არიან ხარისხის წარმოჩენაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის„მზეთამზე“ოცამდე სახეობის პურს ამზადებს და ყველა მათგანი ბუნებრივი საფუარი „პურის დედით“ მზადდება. „მზეთამზე“ ფუნდამენტურ ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომლის ამოცანაც ხარისხიანი ქართული პროდუქციის შეთავაზებით, ქართული იდენტობის შენარჩუნება და მომავალი თაობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ბრენდი პოზიციონირდება, როგორც ყველაზე ხარისხიანი ქართული პურის მწარმოებელი.
„მზეთამზეს“მისიაა შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ხორბლის ჯიშები და ქართული პურის დამზადების ტრადიციები, რათა გააძლიეროს ეროვნული უნიკალურობის იდენტურობა და მოსახლეობას კიდევ ერთი მიზეზი მისცეს, საკუთარი მემკვიდრეობით იამაყოს! – განმარტავენ კომპანიაში.

„მზეთამზე“ 2015 დაფუძნდა და დღესდღეობით კომპანიაში 60 ადამაინია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მზეთამზემ“ პურის საწარმოში HACCP -ის სისტემაც დანერგა, რაც სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს.
ასევე „მზეთამზე“ გახლავთ სავაჭრო ბრენდი, რომელიც ფლობს გემოვანის სავჭრო ნიშნავს.
Commersant.ge