ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომლის ბიუჯეტი 1 მლრდ. ლარი იქნება
20 აპრილი, 2023
ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომელიც შემდგომი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება.
 
პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მის განსახორციელებლად, 2023 წელს გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს შემდეგ მდებარეობებს: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია, ყაზბეგი.
 
სამუშაოები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, განახლდება/მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, შეიქმნება ახალი ტურისტული ატრაქციები.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.