ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ავიაბაზარზე ინდური კომპანია შემოდის – „ეს იქნება ახალი სიტყვა ავიაციაში“
17 აპრილი, 2019
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის განცხადებით, საქართველოში მალე ინდური ავიაკომპანია IndiGo შემოვა, რომლის მეშვეობითაც პირდაპირი რეისი – დელი-თბილისი დაინიშნება.
„საქართველოს ბაზარზე ინდური ავიაკომპანია IndiGo შემოდის, რომელსაც ყველანი ველოდებით. ეს არის აბსოლუტურად ახალი ბაზარი, ახალი სიტყვა ქართულ ავიაციაში, რადგან პირდაპირი რეისი იქნება დელი – თბილისი. ისინი უკვე 6 თვეა ამოწმებენ ყველაფერს და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ“, – განაცხადა ზაქარაძემ.როდის დასრულდება მოლაპარაკებები გენერალური მენეჯერის მოადგილეს, არ განუცხადებია.

ის “საქმიან დილასთან” ინტერვიუში ასევე განმარტავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მალე თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი შეემატება. მისივე თქმით, ამისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და რეკონსტრუქცია ივნისის ბოლომდე დასრულდება.

თეა ზაქარაძის „საქმიან დილასთან“ სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.