ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ავიაკომპანიებს უჭირთ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან კონკურენცია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ღია ბაზარია - ირაკლი ქარქაშაძე
20 იანვარი, 2023

ქართულ ავიაკომპანიებს უჭირთ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან კონკურენცია, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ღია ბაზარია, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლადდანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

მისი განმარტებით, მომავალი კვირიდან ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ახალი სტატუსით დაიწყებს , რათა ბიზნესის ხმა უკეთ გაიგოს და უშუალოდ მათგან მოისმინოს თუ რა საჭიროებები უდგას ავიაბიზნესს და როგორ შეიძლება ამ საჭიროებების დაკმაყოფილება.

„ჩვენ ICAO-ს პრინციპები და ჩიკაგოს კონვენცია გვავალდებულებს, რომ ყველა ავიაკომპანიისთვის იყოს თანაბარი პირობები. პირობითად ის, რომ კონკრეტულად, რომელიმე ავიაკომპანია პრეფერენციებით სარგებლობს, აქ ცალსახად დაცულია პრინციპი, რომ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში  ნებისმიერ ავიაკომპანია  შეუძლია მიიღოს ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ პირობითად, რომელიმე ავიაკომპანიას ვანიჭებთ“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.