ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ქართულ ღვინოს რუსულით ჩავანაცვლებთ”-რუსი ექსპერტი
11 ივლისი, 2019

რუსეთში ქართულ ღვინოს მარტივად ჩაანაცვლებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ექსპერტები  ქართულ ღვინის იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში, მისი სხვა პროდუქციით ჩანაცვლებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კრასნოდარის რეგიონი განსაკუთრებული ღვინის პროდუქციით გამოირჩევა, სწორედ ამ მხარის ღვინო შესაძლოა გახდეს ქართული ალკოჰოლური სასმელის ჩამნაცვლებელი.

“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ ქართული ღვინო ჩავანაცვლოთ.  კრასნოდარის რეგიონში ზუსტად იგივე კატეგორიის ყურძენი მოდის, რაც საქარველოში, შეგვიძლია მსგავსი ღვინო რუსული ყურძნითაც კი ვაწარმოოთ’’- განაცხადა  რუსეთის  სომელიებისა და საექსპერტო ბიუროს ანალიტიკოსმა  არტურ სარქისიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპანტი რუსეთის დუმამ საქართველოსადმი ე.წ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას მხარი დაუჭირა. რუსეთის საკანონდებლო ორგანონ მთავრობას მიმართა, შეიმუშაოს რეკომენდაციები და წინადადებები და საკითხის განსახილველად პრეზიდენტს გაუგზავნოს. ვლადიმერ პუტინი მედვედევის აპარატს არ დაელოდა, და გუშინვე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, სანქციებს მხარს არ დაუჭერდა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.