ქართულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები ტურისტულ ლოკაციებს მოივლიან - შეუერთდი მათ სიღნაღში
ეროვნული სამოსის დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც უერთდება. ქართულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები მთელ ქალაქს, მათ შორის ტურისტულ ლოკაციებს მოივლიან და სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრებიან.
მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს და ტურისტს შეუძლია.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის მოედანზე, აქციის მონაწილეები ფოლკლორულ ნომრებს წარმოადგენენ. კოსტუმირებული მსვლელობა აღმაშენებლის მოედნიდან 14:30 საათზე დაიწყება.
www.travelingeorgia.ge