მსოფლიოში ქართული ბრენდისა და ჭაჭის გაყიდვები იზრდება.
ქართული ბრენდი 20 ქვეყანაში გაიაიყიდა და ექსპორტმა თითქმის 10 მლნ ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა, 20%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის 8 თვეში. ბრენდის ექსპორტიდან საქართველომ 20 მლნ დოლარი (ზრდა 7%) მიიღო.
რაც შეეხება ჭაჭას საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ), მაჩვენებელი 1 წლის განმავლობაში 114%-ით არის გაუმჯობესებული. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი დოლარის ჭაჭა (ზრდა 126%).
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
www.travelingeorgia.ge