ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის ბარი მანჩესტერში – გიორგი ქინქლაძე ინგლისში ბრუნდება
06 მარტი, 2019

Manchester City-ის ლეგენდამ, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ღვინის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა, ამიტომ ის, საქართველოს მთავრობის დახმარებით, დიდსბერიში ღვინის ბარ Kinky’s-ს გახსნის.

45 წლის ქინქლაძემ ქართული ღვინის ბარის გახსნა ივნისში დაგეგმა, 2006 წლის შემდეგ გიორგი საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ მანჩესტერელ მეგობრებთან ისევ ახლო კავშირი აქვს, მისი შვილი კი ნატსფორდში ცხოვრობს.

ახალი პროექტის საშუალებით ქინქლაძეს დიდ ბრიტანეთში სურს დაბრუნება.

„ძალიან ვღელავ იმის გამო, რაც ახლა ხდება,“ – განუცხადა ქინქლაძემ მანჩესტერის საინფორმაციო სააგენტოს.

„ქართული ღვინოსავით კარგი არაფერია მსოფლიოში. მე არ შემიძლია სათანადო რეკომენდაცია გავუწიო, რადგან ამისთვის სიტყვები არ მყოფნის,  მოუთმენლად ველოდები, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს ის. იმედი მაქვს, რომ ოჯახთან ერთად, აქ მალე ჩამოვალ“, – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ

ქინქლაძის ძველი მეგობარი და პარტნიორი პოლ ეშბი აღნიშნავს, რომ გიორგის ღვინით დაინტერესების შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

„ სახალისოა, გიოს ამდენი წელია ვიცნობ,  მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ღვინის მიმართ ამხელა ინტერესი აქვს. არც ის ვიცოდი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ, როდესაც თავისი იდეის შესახებ გვიამბო, ყველას გაგვიხარდა, შევკარით ძალიან მაგარი გუნდი და ვიწყებთ საქმის კეთებას.“ – აცხადებს ქინქლაძის  ბიზნეს-პარტნიორი პოლ ეშბი.

გიორგი ქინქლაძე 90-იან წლებში მანჩესტერ სიტის ფანებს დაუვიწყარი ფინტებით და ტექნიკით აღაფრთოვანებდა – ქართველი ათიანი სიტის ლეგენდაა, გულშემატკივრებს ის დღემდე ძალიან უყვართ.

ნინი ხიმშიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.