ქართული ღვინო 2018 წლის პირველ ნახევარში, მსოფლიოს 48 ქვეყანაში გავიდა. სულ ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემდეგ ქვეყნებში:
იაპონია - 200% (130 638 ბოთლი),
ჩეხეთი - 134% (30456),
ყირგიზეთი 81% (140370),
სამხრეთ კორეა - 78% (31650),
ნიდერლანდები - 68% (38799),
დიდი ბრიტანეთი - 67% (46782),
გერმანია - 43% (286054),
უკრაინა - 41% (4191217),
ყაზახეთი - 42% (1652292),
ლატვია - 32% (905982),
პოლონეთი - 30% (1573328),
რუსეთი - 24% (24022113),
ესტონეთი - 22% (294900),
ლიეტუვა - 9% (188052),
აშშ - 7% (188762) და სხვა.
www.travelingeorgia.ge