ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში
11 ოქტომბერი, 2018

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“ -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფესტივალს „Meiburg Wine Media“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მისი ულტურა და ისტორია, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას გააცნო.

ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. ფესტივალი მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს. დებრა მეიბურგი აცხადებს, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში ჩინეთის, და ზოგადად აზიის ბაზარზე, განსაკუთრებული პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. ღვინის მაგისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ანალოგიურ ფორმატში ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს შანხაიში გაიმართება. დებრა მეიბურგის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის აზიის ტურის ფარგლებში“ ღონისძიებები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ჩატარდა. წლის ბოლომდე „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - მაკაოში, სიამენში, გუანჯოუსა და შენჭენში გაიმართება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.