ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული კომპანია, რომელიც ტანსაცმელს Radisson-სა და Marriott-ს აწვდის
27 ოქტომბერი, 2017

უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა "უნისტილი" ახალ საწარმოს ხსნის. კომპანია ახალ შენობაში გადადის, რომელშიც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 

"უნისტილის" ხელმძღვანელი ნატალი ტლაშაძე ამბობს, რომ საწარმოს მშენებლობასა და რეაბილიტაციაში უკვე დახარჯულია 380 ათასი ლარი. ახალ ფაბრიკაში საწარმო გაზაფხულიდან გადავა. 

ნატალია ტლაშაძის ინფორმაციით, „უნისტილის“ წარმოება შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება და კომპანიას მათი დასაქმება შეეძლება. რამდენიმე შშმ პირი "უნისტილში" ახლაც მუშაობს. კომპანიაში სულ 80-მდე ადამიანია დასაქმებული. 

კომპანია სპეცტანსაცმელს ამზადებს ისეთ ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Radisson, Marriott, Socar, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ა.შ. ნატალია ტლაშაძის ინფორმაციით, კომპანია უზრუნველყოფს სპეცტანსაცმლის თბილისის სარესტორნო ბიზნესის უდიდეს ნაწილსაც.

"უნისტილი" მომხმარებლებს სპეცტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის ჩახფუტებსა და ფეხსაცმელებსაც, თუმცა, აქსესუარები ფაბრიკაში არ იწარმოება და კომპანიას ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სხვა დამკვეთებთან.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.