ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში - “ვეფხისტყაოსანი” ნიუ-იორკში გაეროს არტ კოლექციაში განთავსდება
ორიგინალური ჭედური ყდით შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში აშშ-ში, ნიუ-იორკში გაერო-ს არტ კოლექციაში განთავსდება.
უნიკალური ხელნაწერის პრეზენტაცია დღეს, 18:00 საათზე ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება და ქართულ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება ორი დღის განმავლობაში ექნება.
.jpeg)
პრეზენტაციასთან დაკავშირებით ჭედური ყდის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს - ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრად“ აღიარებული გუჯი ამაშუკელი 44 წლიანი ემიგრაციის შემდეგ პირველად ესტუმრება სამშობლოს.
„ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლარი შეიქმნა 2017-2018 წელს, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ, გივი და დიმიტრი აბდუშელიშვილების ოჯახის მხარდაჭერით.

დღეს გუჯი ამაშუკელს მსოფლიოში მხოლოდ სახელითაც იცნობენ - Goudji მსოფლიო სახელოვნებო წრეებში აღიარებული ბრენდია. გუჯის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა.
www.travelingeorgia.ge