ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული Myway Airlines-ი რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს
11 ივნისი, 2018

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგულარული ავიარეისების შესრულებას 12 ივნისიდან იწყებს.

კომპანი პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-ხარკოვის მიმართულებით შეასრულებს. ამ მიმართულებაზე Myway Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით იფრენს - სამშაბათსა და შაბათს. ხარკოვის მიმართულებით Myway Airlines-ი რეგულარულ რეისებს განახორციელებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენები 13 ივნისიდან დაიწყება. ამ მარშრუტზე Myway Airlines-ი კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათობს განახორციელებს ოპერირებას.

Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) მიმდინარე წლის იანვარში მიენიჭა. ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. Myway Airlines-ის მენეჯმენტის განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.