საქართველო საფეხბურთო სტადიონების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა, მითუმეტეს განსაკუთრებული არქიტექტურით ნაგები სტადიონებით, თუმცა კახეთში არის ერთი საფეხბურთო არენა, რომელიც უკვე არაერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
საუბარია საფეხბურთო კლუბ "დურუჯის" სტადიონზე, რომელიც ყვარელში მდებაორებს და მართლაც უნიკალურია საკუთარი დიზაინით. სტადიონი პირდაპირ ძველ ციხეშია ჩასმული, რომელსაც კოშკებიც ამშვენებს.
უკვე მრავალი წელია, როგორც ვახსენეთ, ამ არენაზე "დურუჯი" ასპარეზობს, რომელიც განსაკუთრებული წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. სტადიონის მინდვრის საფარის მდგომარეობაც იდეალურ მდგომარეობაში არაა და ამ უნიკალურ ნაგებობას, ზოგადად, ყურადღება ნაკლებად ექცევა.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)