ქართული ვისკი “ჯიმშერი” წარმოებას აფართოებს. ბრენდის დამფუძნებელი ჯიმშერ ჩხაიძე ვისკის სახდელისა და ალაოს გადამამუშაველი ქარხნების აშენებას 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გარდაბანში გეგმავს.
ქარხნის მშენებლობაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯება და 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ამ ეტაპზე კახეთში 150 ჰა იქნა გაშენებული ქერი, იმისთვის რომ მთლიანად ქართულ ნედლეულზე დამზადდეს პროდუქცია.
პირველი ქართული ვისკის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ საზოგადოებას პირველი ქართული ვისკის “ჯიმშერი” დამზადების ახალ ტექნოლოგიებზე ესაუბრა.
ქართველმა სომალიებმა, ქართულ ვისკს ახალი ქართული სიტყვა უწოდეს და ქართული მეღვინეობის და კულტურის ახალ აღმოჩენად შეაფასეს.
www.bpi.ge