ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შევიდა
ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა, - კულტურული მემკვიდრეობი ეროვნული სააგენტოს გენდირექტორმა ბრძანება უკვე გამოსცა.
სტატუსის მინიჭების ინიციატორი საქართველოს საცხენოსნო ეროვნული ფედერაცია იყო. სააგენტოში განმარტავენ, რომ ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები საქათველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება ესაჭიროება, რათა სამომავლოდ საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უფრო აქტიურად გაიმართოს საცხენოსნო თამაშობები, აღდგეს ცხენის აღკაზმულობის დამზადების ტრადიცია, მეტი ყურადღება მიექცეს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამრალებას.
www.travelingeorgia.ge