ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ქართველების მხრიდან შიდა ბაზარზე მოთხოვნა იკლებს...“ - სად მოგზაურობენ ქართველები პანდემიურ ზაფხულში
27 ივლისი, 2021
რა მიმართულებებით მოგზაურობენ ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები 2021 წლისზაფხულში და როგორია ფასები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ - ,,ბიზნესპესნიუსთან“ ,,ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა.
 
გოგა ქუცნიაშვილის თქმით, უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებაზე. ასევე წელს აქტუალური გახდა აფრიკის ქვეყნებიც.
 
,,ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება თურქეთია, რომელზეც მოთხოვნა უპრეცენდენტოდ მაღალია. წინა წლებს, ვერც კი შევადარებ. არის სხვა მიმართულებებიც, რომელიც წელს გახდა ტრენდი, მონტენეგრო, ხორვატია და ა.შ. მოთხოვნა, არისესპანეთის მიმართულებითაც, მაგრამ იქ, მოთხოვნაა, რომ ტურისტი აუცილებლად უნდაიყოს ვაქცინირებული, შესაბამისად, მოგზაურების რეალური რაოდენობა, ნაკლებია.
 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, ბოლო პერიოდშიგანახლებული ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ არცერთ ქვეყანას არ გამოუქვეყნებია გარდა ისრაელისა. ისრაელმა კი, ზიმბაბვესთან ერთად შეგვიყვანა წითელ ზონაში. თუმცა ეს ისედაც არ იყო აქტიური ტურისტული მიმართულება.
 
ზანზიბარი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულებაა, რომლის პოპულარიზაციაც საქართველოში ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა, ისევე როგორც სეიშელისკუნძულების. ეს მიმართულებები კენიასთან ერთად კვლავ აქტიურია და ტურებიც გვაქვს დაჯავშნილი უახლოეს ორ თვეში“- განაცხადა ქუცნიაშვილმა.
 
მისივე თქმით, ქართველი მომხმარებელი საზღვრებს გარეთ დასვენებას არჩევს, რადგანფასები საქართველოში მკვეთრად მომატებულია.
 
,,სხვადახვა კვლევები, საქართველოში ფასის ზრდის სხვადასხვა მაჩვენებელს დებს, თუმცა რეალურად კარგად, რომ გამოვიკვლიოთ, ფასები 100%-ითაც არის გაზრდილი. გასულ წელს, ჩვენ ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე ვმუშაობდით დამიმდინარე წლის ბათუმის ფასებს რომ ვადარებთ, შარშან თუ 1 200 ლარი ღირდა რაღაც, წელს 2 400 ლარი ღირს. შესაბამისად, ქართველების მხრიდან შიდა ბაზარზე მოთხოვნა იკლებს. ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების ფასად, თავისუფლად შეგვიძლია იგივე თურქეთში, იდენტურ ბიუჯეტში სრული პაკეტი შევთავაზოთ ავია-ბილეთებით. აქედან გამომდინარე, ქართველი დამსვენებელი ნაკლებად ირჩევსქართულ მაღალი კლასის სასტუმროებს.
 
რაც შეეხება უცხოეთში ფასებს, იქ ფასის კორექტირება მხოლოდ ჩვენთან კურსისსხვაობამ გამოიწვია“- აცხადებს ქუცნიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.