ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ქართველებს უნიკალური ღვინოები გაქვთ, რომელთა სხვა ღვინოებთან შედარება არ შეიძლება" - ეგონ მიულერ IV
16 ივნისი, 2021

ქართველებს უნიკალური ტრადიცია და უნიკალური ღვინოები გაქვთ, რომელთა შედარებაც სხვა ღვინოებთან არ შეიძლება, - ასე შეაფასა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანელმა მეღვინემ ეგონ მიულერ IV-მ ქართული ღვინო მონაკოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც გასულ კვირას კომპანია "ასკანელის" ორგანიზებით ჩატარდა და რომლის მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებას BMG-იც დაესწრო და ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებსა და დარგის პროფესიონალებს გაესაუბრა. მათ ქართული ღვინო, მისი ისტორია და პოტენციალი შეაფასეს. 

"მახსოვს, პირველად ქართული ღვინო რუსეთში გავსინჯე. რუსეთიდან ჩემი პირველი იმპორტიორი წარმოშობით ქართველი იყო. მან ქართულ რესტორანში წამიყვანა. ჩვენ უამრავი ქართული კერძი და ქართული ღვინო გავსინჯეთ. ეს იყო 25 წლის წინ. როდესაც მეხსიერებაში ჩაბეჭდილ მაშინდელ გემოებს ვადარებ დღეს გასინჯული ღვინოების გემოებს, ვხვდები, რომ ხარისხში უზარმაზარი განსხვავებაა - ცხადია, პოზიტიური.

ვფიქრობ, ალბათ არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, როგორც საქართველოში. მთავარი გამოწვევაა ხალხამდე მიიტანოთ თქვენი ღვინის ისტორია, რომ თქვენ გაქვთ განსხვავებული ღვინის სრულიად ახალი ხარისხი და ნამდვილად უნიკალური, შეუდარებელი ღვინის ისტორია," - აღნიშნა მიულერმა.

გერმანელი მეღვინე და ღვინის მწარმოებელი ეგონ მიულერ IV Weingut Egon Müller, Scharzhof–ის მფლობელია, რომელიც ქალაქ ვილტინგენთან მდებარეობს. მიულერის მამული, მიულერების ოჯახის ხელში 1797 წლიდანაა. მამულის საკუთრებაშია გერმანიის მოსელ-საარ-რუვერის რეგიონში ცნობილი შარჟოფბერგის ცნობილი ვენახის 28 ჰექტარიდან 8.3. ოჯახი სრულად იყენებს ვენახებს და, შესაბამისად, ის მსოფლიოსა და რეგიონის საუკეთესო მწარმოებლებს შორისაა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.