ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართველმა ალპინისტებმა ჰიმალაის მთებში ამა დაბლამი დაიპყრეს.
10 მაისი, 2019

7 მაისს ქართველი მთამსვლელები ჰიმალაის მთებში, ამა დაბლამის (6812) წვერზე ავიდნენ. წელს ამ მწვერვალზე მხოლოდ ორმა ჯგუფმა მოახერხა ასვლა, ქართველთა გუნდი კი მესამეა. ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ასოციაცია ავრცელებს.

“ეს ასვლა ძალიან დიდი ნაბიჯია როგორც გუნდის წევრებისთვის, აგრეთვე ქართული მთამსვლელობისთვისაც”, – წერია Facebook-ის პოსტში.

ქართველი მთამსვლელების ჯგუფში არიან ზურა კვეცაძე და ბექარ ფაჯიშვილი. ისინი საქართველოში მალე დაბრუნდებიან.

ImediNews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.