ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართველმა მეღვინეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 70 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
13 სექტემბერი, 2018

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა. რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

კახეთში 42 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, აქედან: 27 000 ტონამდე საფერავი; 9 000 ტონამდე რქაწითელი; 900 ტონამდე კახური მწვანე; სხვადასხვა ჯიში.

კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა: გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 11 500 ტონა; ყვარელში - 11 000 ტონა; თელავში - 8 000 ტონა; სიღნაღში - 4 700 ტონა; დედოფლისწყაროში - 3 200 ტონა; ახმეტაში - 2 000 ტონა; ლაგოდეხში - 800 ტონამდე.

“რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.