ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში მოდურად იქცა“
02 ოქტომბერი, 2018

ბრიტანელი ღვინის სპეციალისტი დენიელ ილსლი, რომელიც კომპანიას Theatre of Wine წარმოადგენს, ქართული მისი ინფორმაციით, ბრიტანელები ქართულ ღვინოებს დიდი ენთუზიაზმით აგემოვნებენ.

„ეს ეხება ლონდონის საზოგადოების ორივე ნაწილს: ლონდონში მცხოვრებ ტრადიციების მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ქინძმარაულს და ახალგაზრდა ბრიტანელებს, რომლებსაც იტაცებთ ახალი არომატებისა და გემოების აღმოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში ამ დროისთვის მოდურად იქცა, ღვინის ბარებში, რესტორნებში, პრესამ და კარგმა პიარმა მომხმარებელს ინტერესი გაუჩინა მათ მიმართ. უნიკალური არომატები, ინდივიდუალური წარმოების ტექნიკა, ისტორიის მნიშვნელობა, ეს ის ფაქტორებია, რითაც ქართულმა ღვინომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ბაზრის, ბრიტანეთის ყურადღება მიიპყრო” - აღნიშნა მან.

დენიელ ილსლი საქართველოს ბრიტანელ მეღვინეთა გუნდთან ერთად ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებული ტურის ფარგლებში სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ 8 თვეში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 000-მდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.