ქედაში გამგეობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა 19-მდე ჩანჩქერი აღმოაჩინა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთნ ურთიერთობის განყოფილების უფროოსი "აიპრესთნ“ განმარტავს, იგეგმება ჩანჩქერების ტურისტულ მარშუტზე დატანა და ბუკლეტების დაბეჭდვა.
ამ ეტაპზე აღმოჩენილი ჩანჩქერების ინფორმაციას ფოტოსა და ვიდეოს სახით ამუშავებენ.
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ტურისტული დატვირთვა მხოლოდ ნამონასტრევის და მახუნცეთის ჩანჩქერს აქვს.
ფოტო და ვიდეომასალა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთნ ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ხაბაზმა მოგვცაწოდა
www.ipress.ge