დაბა ქედის მთავრობა ორი პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. საქმე ეხება 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერსა და რუსთაველის ქუჩაზე არსებულ პარკს.
პარკებში განათების სისტემის დამონტაჟება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და ბილიკები. 9 აპრილის ქუჩის სკვერის სამუშაოებისთვის 29 ათასი ლარი დაიხარჯება. რუსთაველის ქუჩის პარკის რეაბილიტაციისთვის სავარაუდო თანხა 100 ათასი ლარია.
როგორც აჭარის ტელევიზიას ადგილობრივ მთავრობაში განუცხადეს, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს, მალე გამოცხადდება ტენდერი. პარკების რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება.
www.travelingeorgia.ge