ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქედაში სასტუმროს ტიპის ღვინის სახლი აშენდება
12 ივლისი, 2017

კომპანია "თურმანიძის მარანი" ქედაში სასტუმროს ტიპის ღვინის სახლს ააშენებს. 24-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში სავარაუდოდ ნახევარი მილიონი დოლარი ჩაიდება. 

კომპანიას ადგილზე უკვე აქვს ქვევრის ღვინოების წარმოება და ღვინის სახლის მშენებლობასაც მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს. 

"ახლა ვაწარმოებთ 10 ტონა ღვინოს და გვინდა გავფართოვდეთ - 60 ტონამდე გვინდა ასვლა. ამასთან, ჩვენი კომპანიის კონცეფციაა, რომ სტუმარმა ღვინის სახლში, ღვინის არომატთან ერთად გაათიოს ღამე",- ამბობს ბიზნესმენი. 

კომპანია პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას არ აპირებს და სასტუმროს პირადი ინვესტიციით ააშენებს. 

კომპანია რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთაგანაც ნაწილი ევროკავშირში გადის. საუბარია ლიტვა, ლატვიასა და ესტონეთში ღვინოების ექსპორტზე. კომპანიის მიერ წარმოებულ ღვინოებს შორისაა - მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველის თეთრი და წითელი ღვინოები.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.