ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქედაში შესასვლელი გზა გაფართოვდა
17 ივლისი, 2018

დაბა ქედის ცენტრში შესასვლელი საავტომობილო გზის, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გაფართოებითი სამუშაოები დასრულდა.

გზის გაფართოებისა და კეთილმოწყობისთვის საგზაო დეპარტამენტმა 1,2 მლნ ლარი დახარჯა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პროექტმა უსაფრთხო გახადა როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილის მძღოლების გადაადგილება, კეთილმოეწყო ახლადათვისებულ ტერიტორიაზე ახლაშენებული გზა, სადაც მერია სამომავლოდ დაბის განტვირთვისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს.

ქედის მერია ცენტრალური მაგისტრალის ამ მონაკვეთზე მალე განათების სისტემას დაამონტაჟებს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.