ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში თიხის ძველი ქვევრები აღმოაჩინეს. თიხის 13 ქვევრი ნაზიმ და ჯამბულ ბერიძეების საკარმიდამო ნაკვეთში იპოვეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თიხის ქვევრები, სავარაუდოდ, VI- XII საუკუნეს ეკუთვნის.
მიწის მფლობელი ამბობს რომ თიხის არტეფაქტები პირველად 30 წლის წინ აღმოაჩინა, მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი სპეციალისტები მოიწვია.
სავარაუდოდ მარნის ადგილზე მუზეუმს მოაწყობენ.
www.travelingeorgia.ge