ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა
17 ნოემბერი, 2022

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში საწარმოების, ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ქედის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული ფოლკლორული შოუს ნახვის, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთების დათვალიერების და ადგილობრივი ნაწარმის გასინჯვის საშუალება ჰქონდათ.

გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.