რუსეთის ხარისხის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტებმა მაღაზიების დახლებზე წარმოდგენილი იმპორტირებული ღვინოები გამოიკვლიეს და ანტირეიტინგი შეადგინეს.
ექსპერტებმა 13 ქვეყანაში წარმოებული 120 დასახელების, 1000 რუბლამდე კატეგორიის ღვინო შეაფასეს. ყველაზე ცუდი შედეგები ქართულმა ღვინომ - კერძოდ, „ქინძმარაულმა“ აჩვენა. ანტირეიტინგში სერბული „Броjаница Вранц“ და აფხაზური ცქრიალა ღვინო «Лыхны» მოხვდნენ.
ექსპერტებს კითხვები ასევე მსოფლიო ორი ბრენდის - Martini Asti და Mondoro Asti-ს მიმართ გაუჩნდათ. მარტში მათ ვარდისფერი ღვინო შეაფასეს, ამ რეიტინგში არც ერთი ქართული ღვინო არც ლიდერებში და არც აუთსაიდერებში არ აღმოჩნდა.
წყარო: lenta.ru