ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში ქისის სინონიმები ცნობილი არაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ თელავის რაიონის ზოგიერთ სოფლებში მას შეცდომით ეძახიან წობენურას (სოფ. ქისტაური) და დამპალას (სოფ. ხოდაშენი).
ჯიშის ბოტანიკური და სამეურნეო ნიშნების შეფასების საფუძველზე ქისი უდავოდ უფრო ახალი ჯიშია, ვიდრე რქაწითელი, რომლის წარმოშობა აკად. ივ. ჯავახიშვილს ახალი ერის V და მომდევნო საუკუნეზე აქვს მიწერილი. ამრიგად, ქისი ადგილობრივი, რქაწითელზე უფრო ახალგაზრდა ჯიშია და ასეთად იგი უნდა ვიგულვოთ, სხვა ჯიშებთან შედარებით.
ვენახი სარ_მავთულზეა გამართული და ქართული წესითაა ფორმირებული. ვაზები დამყნობილია ახალგაზრდა ყლორტი. (15_20 სმ) მოზარდი ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია ყოველმხრიდან სქელი აბლაბუდისებრი ბეწვით და შეფერილი თეთრად, ბაცი ვარსდიფერი არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ, ყუნწის გასწვრივ. მეორე იარუსის ფოთლები (დაწყებული მესამიდან) ზედა მხრიდან შებუსვის შესუსტების გამო მომწვანო ყვითელია, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას და მოვერცხლისფრო თეთრ ფერს.
ქვედა ამონაკვეთები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებად გამოსახულია, მომეტებულ შემთხვევაში ზეზეურია ან სულ არ არის განვითარებული. ამონაკვეთები ხშირად შეჭრილი კუთხისებრია ან ნაპრალისებრი ფორმა აქვს. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა შედარებით ნაკლებად ცვალებადობს, უფრო ხშირად იგი ჩანგისებრი ფორმისაა წამახვილებული ფუძით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თაღისებრი ფორმის ამონაკვეთებიც, ზოგჯერ ყუნწის ამონაკვეთი ცალ ან ორდეზიანია.
მტევანი. მტევანი საშუალო ზომისაა. მისი სიგრძე მერყეობს 12_დან 24 სმ_მდე, ხოლო განი 5_დან 12 სმ_მდე, საშუალო მტევნის ზომა 18X10 სმ უდრის. მტევნის ფორმა უმნიშვნელოდ ცვალებადობს. უფრო ხშირად მტევნებს კონუსისებრი ფორმა აქვს, იშვიათად ცილინდრულ_კონუსისებრი, ზოგჯერ მტევანი მხრიანია, რომლის სიგრძე ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მეტწილად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად მეჩხერი და კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება მკვრივი მტევნებიც. წვრილმარცვლიანობა მტევანში შესამჩნევი არ არის. მტევნის წონა ცვალებადობს 80_დან 450 გ_მდე. საშუალო მტევნის წონა 120_160 გ შეადგენს. მარცვლების რაოდენობა მტევანში მერყეობს 80_დან 300_მდე. მტევნის ყუნწი გახევებულია და ღია მწვანე ფერისაა, რომელიც ფუძისაკენ მოწაბლისფრო ხდება. მტევნის ყუნწის სიგრძე ცვალებადობს 1_დან 2,4 სმ_მდე, საშუალოდ იგი 1,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი ღია მწვანეა, მისი სიგრძე 0,6__0,8 სმ უდრის. მარცვლის ბალიში განიერი კონუსისებრია, იშვიათად ვიწრო კონუსისებრიც გვხვდება.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის ცვალებადობა 23 დღემდე აღწევს. სრული სიმწიფის დადგომის თარიღი წლების მიხედვით მერყეობს საშუალოდ 5_დან 20 სექტემბრამდე, თერთმეტი წლის მანძილზე მისი დაწყება საშუალოდ 10 სექტემბრით აღინიშნება. ამ მონაცემების მიხედვით ქისი სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს.
თელავში საკოლექციო ნაკვეთზე წარმოებული დაკვირვების მიხედვივთ ქისი დარგვიდან მესამე წელს სრული მოსავლის დაახლოებით ერთ მესამედს იძლევა, ხოლო მეოთხე წელს მან მოგვცა ნორმალური მოსავალი 96 მტევანი 10 ძირზე. ასეთივე ნაადრევი მოსავლიანობა გვიჩვენა ამ ჯიშმა სარეპროდუქციო ნაკვეთზედაც _ დარგვიდან მე_3, მე_4 წელს.
თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გაანგარიშებული მოსავალი ყოველთვის მეტია ფაქტიურზე, მაშინ ქისის საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 60_80 ცენტნერს ჰა_ზე. ხირსის მეურნეობაში (სიღნაღის რ_ნი) ღონიერ ნიადაგებზე ქისი მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ქისის ვაზებზე, რომელიც იქ ნარევის სახით გვხვდებოდა, მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,6, ხოლო კარგად განვითარებული მტევნების რაოდენობა ორსაკავებლიან ვაზებზე 38_40 აღწევდა და წონით 5_6 კგ შეადგენდა, ჯიშის მოსავლიანობა ძირითადად დამოკიდებულია ვაზების კვების არის ფართობზე, ფორმირებასა და ვენახის დროული და კარგი მოვლა_დამუშავებაზე.
2. ვაზის დაყენების ძირითად ფორმად მიღებული უნდა იქნეს ორმხრივი შპალერი ან მოკლე კორდონი 1,5X1,5მ კვების არით. საერთოდ კი კვების არის სიდიდე შეფარდებული უნდა იქნეს ჰავის პირობებთან და ნიადაგის სინოყივრესთან, ხოლო ვაზის დატვირთვა მისი ზრდის სიძლიერესთან;
ქისი სხვა ჯიშებთან შედარებით კარგად უძლებს გვალვას და მის მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. აღსანიშნავია ზოგიერთ წვიმიან წლებში ქისის მარცვლების საგრძნობი დაზიანება სიდამპლისაგან, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ჯიშისათვის შეუფერებელ დაბლობ ადგილებში.
საქართველოს ამპელოგრაფია. რედაქცია „აგროკავკასია“.