ქობულეთში სასტუმრო კომპლექსის განსავითარებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამ მიზნით პირობებიან აუქციონზე გამოიტანა ქობულეთში, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე (#25) 26 213 კვ ,მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ქონების საწყისი ფასი 1 423 500 ლარია.
ინვესტორმა ტერიტორიაზე 200-ნომრიანი სასტუმრო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს, რაშიც 25 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
www.travelingeorgia.ge