ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქობულეთში წელს 8 ახალი ხიდი აშენდება, 2-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
31 ივლისი, 2018

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 29,790 კმ ასფალტობეტონის საფარის და 8700 კუბური მეტრი ბეტონის მოწყობაა გათვალისწინებული.

დაგეგმილია 8 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.

სულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 18 224 785 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამ დროისთვის წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოწყობილია რკინა ბეტონის კიუვეტები და საყრდენი კედლები. 4 ადგილზე მოეწყო 122 გრძ.მეტრი გაბიონი, არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარი 9 574 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 490 998 ლარს შეადგენს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.