ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქედაში მეწარმე ქალი ღვინის მარანს მოაწყობს
30 მარტი, 2018

თამარ ბალაძე 34 წლისაა. ის ქალაქიდან სოფელ გეგელიძეებში დაბრუნდა და მცირე მეწარმეობაც დაიწყო. ბიზნესს ყოველწლიურად აფართოებს. ამჟამად, ღვინის მარანის მოწყობის პროცესშია.

სახელმწიფო პროგრამებით “აწარმოე საქართველოში" და ENPARD-ის ფარგლებში, ყვავილების სასათბურე გახსნა და გასულ წელს ჟოლოს ბიზნესიც წამოიწყო.

თამარი 11 წლის შვილს მარტო ზრდის, თუმცაამბობს, რომ ბარიერები არ აშინებს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველაფერთან ერთად თამარი აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში.

წარმატებულ მაგალითს ესტონელი სტუმრები და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის" თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე, წევრებთან ერთად გაეცნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს ქედის კულტურის ცენტრში, ქალბატონების მიერ ნამუშევარი ხელნაკეთობები (თექა, ნაქარგობები, ტიხარი და ა.შ.).

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.