ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია. ACI EUROPE-ის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში აეროპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 132.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა.
უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ იტალიის ქალაქებში: ტრაპანი (+553.3%), ფოჯა (+550%), ტარანტო (+366.7%) და ბერძნულ მიკონოსში (+252.4%).მაღალი ზრდის მქონე აეროპორტებს შორის არის დასახელებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც, სადაც მგზვართნაკადი ნოემბერში 19.4 პროცენტით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით იყო გაზრდილი.
1tv.ge