ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება
19 ივლისი, 2019

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა. პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. სამშენებლო სამუშოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერეს.


ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

AviaNews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.