ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში Dunkin’ Donuts-ი ახალ რესტორანს ხსნის
02 აგვისტო, 2018

თბილისის აეროპორტის შემდეგ, Dunkin’ Donuts-ი ახალ რესტორანს 3 აგვისტოს ქუთაისის აეროპორტში გახსნის. ქუთაისში ეს რიგით მეორე, საქართველოს მასშტაბით კი მე-20 რესტორანი იქნება.

საერთაშორისო ბრენდებისთვის კომერციული თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ უფრო საინტერესო ხდება. Dunkin’ Donuts-ის რესტორანი აეროპორტში რიგით მეოთხე კვების ობიექტი იქნება.

“მუდმივად ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების სტრატეგიაზე. როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ავიამიმართულებების დამატების კუთხით, ასევე, ტერმინალში კომერციული და კვებითი ობიექტების ზრდის მიმართულებით. ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მგზავრების მოთხოვნებიც. ამიტომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. იმედი გვაქვს, რომ  აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება,-‘’ განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

Dunkin’ Donuts-ი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელიც თითქმის 70 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა Dunkin’ Donuts-მა იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ კერძებს სთავაზობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Dunkin’ Donuts-ის რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში იქნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი, როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოდან და  თბილისის დონატების ქარხანაში დამზადებული დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.