ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს ამოქმედდება
18 თებერვალი, 2019

ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს ამოქმედდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GDG ახორციელებს. 

კომპანიის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელება გაჭიანურდა, რადგან აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ნაგებობის მშენებლობა სხვადასხვა უწყებებთან შეთანხმებას მოითხოვს. 

“სასტუმრო დღეს პროექტირების ეტაპზეა, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მივიღებთ ნებართვას. ველოდებით შეთანხმებას საგზაო დეპარტამენტიდან, შემდეგ გადავალთ პოლიციის დეპარტამენტთან – აეროპორტი ისეთი ადგილია, ბევრგან სჭირდება შეთანხმება. თავად აეროპორტთან პროექტის ესკიზი შეთანმხებულია”,- აცხადებს ბეჟან წაქაძე. 

მისი თქმით, 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 8 ათას კვადრატულ მეტრზე მოხდება. სასტუმროში განთავსდება ბარები, რესტორნები, აუზები და ა.შ. 

პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია. 

“მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ არის სასტუმრო და ვფიქრობ, გაამართლებს, რადგან ქუთასის აეროპორტი კიდევ 4-ჯერ დიდი გახდება. თვე არ გავა, რომ რომელიმე მიმართულებით არ დაემატოს რეისები”,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.