2018 წლის ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი რეკორდულია.
ივლისში აეროპორტი 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი), ეს მაჩვენებელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით არის გაზრდილი.
გაზრდილია რეისების რაოდენობაც - 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 %-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).
სულ იანავარ-ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310,115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია (2017 წლის 7 თვე - 233,261 მგზავრი).
www.travelingeorgia.ge