ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 200-ზე მეტმა თანამშრომელმა სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 200-ზე მეტმა თანამშრომელმა სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარა.
პროექტი 2020 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე სწავლების ძირითადი ნაწილი აეროპორტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში გაიარეს და 2021 წელს დასრულდა.
ტრენინგები სახმელეთო მომსახურებას და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს მოიცავდა. სერტიფიკატები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, აეროპორტის 9 სამსახურის უფროსს გადასცეს.
imedinews.ge