ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერთა შორისაა
26 მარტი, 2019

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორისაა.საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი მეორე ადგილს იკავებს (+112.2 % 2018 წლის იანვართან შედარებით), ბათუმი კი მეოთხეს (+52.1 %).

ამასთან, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდა შენელდა, თუმცა საქართველოში ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.